ყველა ინფორმაცია რასაც გასცემთ ან რაც წინა ბლოგში განვიხილეთ არის უშუალოდ ჩვენს შესახებ. ქვეყანაში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, აუცილებლად იქნება შესაბამისი კანონი, რომელიც იცავს პერსონალურ ინფორმაციას, საინტერესოა სად ინახება ეს სინფორმაცია?
როდესაც იმყოფებით ექიმის კაბინეტში, თქვენსა და ექიმს შორის პრობლემაზე საუბარი იწერება თქვენს სამედიცინო ანკეტაში. არსებობს იმის ალბათობა, რომ ამ ინფორმაციას საავადმყოფო გაუზიარებს სადაზღვეო კომპანიებს, რათა მოხდეს სამედიცინო მომსახურების დროული და სრული ანაზღაურება. როგორც ხედავთ, თქვენი სამედიცინო ანკეტის ნაწილი შეასაძლოა მოხვდეს მესამე პირთან – სადაზღვეო კომპანიასთან.
სხვადასხვა სერვისების ბარათები არის ფულის დაზოგვის ძალიან მომგებიანი მეთოდი, მაგრამ მაღზიები, სადაც თქვენ იყენებთ ასეთ ბარათებს აგროვებენ ინფორმაციას თქვენი შენაძენების შესახებ. მაგალითად, ბარათებს შეუძლიათ გასცეს თქვენი რეგულარული ჩვევა შეიძინოთ ერთი და იგივე ბრენდის მქონე მედიკამენტი.
ამ ინფორმაციას იყენებენ მაღაზიები, რათა გამოგიგზავნონ სპეციალური შემოთავაზებები, რომლებსაც უკვეთავენ მაღაზიის პარტნიური კომპანიები. სხვადასხვა ბარათის გამოყენებისას, მაღაზიაც და მისი პარტნიორები ქმნიან თქვენი ჩვევების აღმრიცხველ პროფილს.
როდესაც ინტერნეტის მეშვეობით მეგობრებს უზიარებთ სურათბს, იცით ვისთან შეიძლება აღმოჩნდეს ეს სურათი? თქვენ მეგობრებს შეუძლიათ გადმოწერონ თქვენ მიერ გამოგზავნილი სურათები და შეინახონ ისინი საკუთარ კომპიუტერულ მოწყობილობაზე. არის იმის ალბათობაც რომ აღნიშნული სურათბი მოხვდება ღია წყაროებშიც. ეს ნიშნავს, რომ უცხო ადამიანებიც შეძლებენ მის ნახვას. ამ ადამიანებს შეუძლიათ თქვენი სურათების გადმოწერა, ან „სქრინშოტების“ გადაღება. ვინაიდან ეს სურათები მიმოიცვლება ინტერნეტის მეშვეობით, ისინი ასევე ინახება სერვერებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არაინ განლაგებულნი. შესაბამისად, თქვენი კომპიუტერული მოწყობილობების გარადა, თქვენი სურათები ინახება მრავალ სხვადასხვა ადგილებშიც.
👉 გაიგე მეტი არ გამოტოვო სიახლეები კიბერუსაფრთხოების შესახებ გაწევრიანდი ტელეგრამის დახურულ არხზე!
Take back control. 🔥✊