ონლაინ და ოფლაინ იდენტობა
რაც უფრო მეტ დროს ატარებთ ონლაინ, მითუფრო მეტი ზეგავლენა აქვს თქვენს ონლაინ და ოფლაინ იდენტობას თქვენს ცხოვრებაზე. ოფლაინ იდენტობა არის ის, რომელიც სახლში, სკოლაში, ან სამსახურში ურთიერთობთ თქვენს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. მათ იციან თქვენი პერსონალური ინფორმაცია – სახელი, ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ა.შ. ონლაინ იდენტობა არის ის – რაც წარმოგადგენთ თქვენ კიბერ სივრცეში. ეს იდენტობა არის თქვენ მიერ შექმნილი პროფილი, რომელსაც იყენებთ საკუთარი თავის წარსადგენად სხვა ონლაინ მომხმარებლებისთვის. ონლაინ იდენტობამ უნდა გასცეს თქვენი პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ ლიმიტირებულ საზღვრებში.
ინფორმაცია თქვენ შესახებ
ნებისმიერი ინფორმაცია თქვენ შესახებ არის პერსონალური ინფორმაცია. ამ ინფორმაციას შეუძლია თქვენი იდენტიფიცირება უნიკალურ ინდივიდად. ეს ინფორმაცია მოიცავს სურათებს, შეტყობინებეს რომელსაც უგზავნით თქვენ ოჯახის წევრებს და მეგობრებს ინტერნეტის მეშვეობით. სხვა ინფორმაცია, როგორიცაა პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და ადგილი, დედის ქალიშვილობის გვარი, გეკუთვნით მხოლოდ თქვენ და ის გამოიყენება თქვენი იდენტიფიცირებისთვის. სამედიცინო, განათლების, ფინანსური და დასაქმების ისტორია ასევე გამოიყენება თქვენი ონლაინ იდენტიფიცირებისთვის.
სამედიცინო ისტორია
ყოველ ჯერზე, როდესაც სტუმრობთ ექიმს, მატულობს ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც წესი, ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ ინახება ციფრულ ფორმატში. ასევე რეცეპტები, რომლებსაც ექიმი გამოგიწერთ ხვდება ელექტრონულ ანკეტაში. ანუ, თქვენი ანკეტა ინახავს ინფორმაციას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. მაგალითად, თუ ბავშვობაში ჩაგიტარდათ გამოკვლევა, ოჯახში სიტუაციის შეცვლის ფონზე, ეს ინფორმაცია მოექცევა თქვენს სამედიცინო ანკეტაში. გარდასამედიცინო პერსონალური ინფორმაციისა, შესაძლოა ანკეტა შეიცავდეს ინფორმაციას თქენი ოჯახის წევრების შესახებაც.
სამედიცინო ელექტრონული გაჯეტები, როგორებიცაა ფიტნეს სამაჯურები, ინფორმაციის შესანახად იყენებენ „ღრუბლოვან“ მეხსიერებას და გადასცემენ ინფორმაციას უკაბელო კავშირგაბმულობის გამოყენებით. ეს გაჯეტები ზომავენ ისეთ კლინიკურ მონაცემებს, როგორც გულისცემა, წნევა და ა.შ. ამ გაჯეტებს შეუძლიათ აურაცხელი მოცულობის, ინფორმაციის გენერირება, რომელიც ასევე მოექცევა თქვენს სამედიცინო ანკეტაში.
განათელბის ისტორია
სასწავლო დაწესებულებებში ყოფნისას, ინფორმაცია ნიშნების, ტესტების შეფასებების, დასწრების, გავლილი კურსების, ჯილდოების და აკადემიური ხარისხის მოპოვების, დისციპლინარული ჩანაწერების შესახებ ეტაპობრივად გროვდება თქვენი განათლების ისტორიაში. შესაძლოა ის ასევე მოიცავდეს ინფორმაციას საკონტაქტო, ჯანმრთელობის იმუნიზაციის, სპეციალური განათლების და ინდივიდუალური განათლების შესახებ.
დასაქმების და ფინანსური ისტორია
ფინანსური ისტორია შეიცავს ინფორმაციას თქვენი შემოსავლების და გასავლების შესახებ. გადასახადების გადახდის მონაცემთა ბაზაში ასევე მოიძებნება ინფორმაცია თქვენი ჩეკების, სესხის მოთხოვნის, საკრედიტო ისტორიის, და სხვა საბანკო ოპერაციების შესახებ. დასაქმების ისტორიაში კი აუცილებლად იქნება ინფორმაცია თქვენიწარსული დასაქმების და შეფასების შესახებ.
👉 არ გამოტოვო სიახლეები კიბერუსაფრთხოების შესახებ გაწევრიანდი ტელეგრამის დახურულ არხზე!
Take back control. 🔥✊