ერთმანეთთან შეერთებული ელექტრონული ინფორმაციის ქსელი გახდა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. ნებისმიერი ორგანიზაცია, მაგალითად სამედიცინო, საფინანსო და საგანმანათლებლო დაწესებულება, ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იყენებს ქსელებს – ელექტრონული ინფორმაციის შეგროვებისთვის, დამუშავებისთვის, შენახვისთვის და გაზიარებისთვის.
რაც უფრო მეტად გროვდება და ზიარდება ელექტრონული ინფორმაცია, მით უფრო, მეტად ხდება საჭირო ამ იფრომაციის დაცვა, რათა არ იყოს ხელყოფილი ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკური სტაბილურობა.
კიბერუსაფრთხოება არის მუდმივმოქმედი ძალისხმევა, რომელიც მიზნადისახავს ქსელური სისტემების და ელექტრონული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ხელყოფისგან და დაზიანებისგან. პიროვნულ დონეზე, თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი იდენტობა, ინფორმაცია და კომპიუტერული მოწყობილობები. კორპორაციულ დონეზე, თითოეული თანამშრომლის ვალდებულებაა დაიცვას ორგანიზაციის რეპუტაცია, ინფორმაცია და კლიენტები. სახელმწიფო დონეზე – ეროვნული უსაფრთხოება, მოქალაქეთა უსაფრთხოება და კეთილდღობა.
👉 არ გამოტოვო სიახლეები კიბერუსაფრთხოების შესახებ გაწევრიანდი ტელეგრამის დახურულ არხზე!
Take back control. 🔥✊