კიბერ უსაფრთხოებას არ გააჩნია ერთიანი, ყველასთვის მისაღბი, დეფინიცია. იქიდან გამომდინარე , თუ ვის შეეკითხებით, თქვენ მოისმენთ განსხვავებულ პასუხებს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რომელიმე დარგის სპეციალისტის პასუხი არ არის სწორი. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული სფერო არის ძალიან ფართო და მეცნიერს აქვს უნიკალური შესაძლებლობა მიუდგეს მას ბევრი სხვადასხვა პერსპექტივიდან.
იმ შემთხვევაში როდესაც არ არსებობს კონცეპტის ერთიანი დეფინიცია, ჩვენ შეგვიძლია მივუდგეთ მას ეტიმოლოგიურად და დამახასიათებელი პრინციპებიდან გამომდინარე. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ინფორმაციის სისწორეს და აუთენტურობას.
კარგით, დავიწყოთ ამ კონცეპტის ეტიმოლოგიური განხილვა და დავანაწევროთ ეს სახელწოდება შემადგენელ ნაწილებად. ესენია „კიბერ“ და „უსაფრთხოება“. დავიწყოთ პირველი ტერმინის განმარტება.
რას ნიშნავს ტერმინი „კიბერ“? ამ სიტყვის წარმოშობა მეცნიერების დარგის დასახელებიდან – „კიბერნეტიკა“, რომელიც შეისწავლის კომუნიკაციას და ავტომატიზებულ კონტროლის სისტემებს უსულო მექანიკურ ხელსაწყოებში და სულიერ პირებში. ინგლისურ ტერმინთა ლექსიკონში სიტყვა „კიბერ“ განიმარტება, როგორც „ელექტრონულ / ციფრულ ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან და ვირტუალურ რეალობასთან დაკავშირებული საგანი, ან კონცეპტი“. შესაბამისად, როდესაც ვახსენებთ ტერმინს „კიბერ“, საუბარი გვაქვს კომპიუტერულ მეცნიერების ასოცირებულ ფენომენთან.
რას ნიშნავს როგორც ტერმინი უსაფრთხოება? ოქსფორდის ლექსიკონი განმარტავს ან ტერმინს, როგორც „მდგომარეობას, რომლის დროსაც არ არსებობს საფრთხე“.
რა მივიღეთ საბოლოდ? კიბერ უსაფრთხოება ნიშნავს „ელექტრონული ინფორმაციული სივრცის უსაფრთხო მდგომარეობას.“ ერთი მხრივ ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ ეს განმარტება სრულად, მაგრამ, ჩემი აზრით ის აჩენს უფრო მეტ კითხვას, ვიდრე გაგვცემს კონკრეტულ პასუხს.
გავითვალისწინოთ, რომ მიღებული დეფინიცია ასახავს ამ ორი ტერმინის შეხამების მხოლოდ ეტიმოლოგიურ ასპექტს. იმისთვის, რომ სრულად აღვიქვათ ამ ტერმინის მნიშვნელობა, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის პრინციპულ დონეზეც.
ჩვენ უკვე განვმარტეთ ტერმინი „კიბერ“ ეტიმოლოგიურად. მაგრამ რა როლი აქვს ამ სიტყვას კონკრეტულ სიტყვათა შეხამებაში – „კიბერ უსაფრთხოება“? აღქმის სიმარტივიდან გამომდინარე, შეგვიძლია მოვიაზროთ ტერმინი კიბერ, როგორც კომპიუტერულ სისტემასთან დაკავშირებული მცნება, ან თავად კომპიუტერული სისტემა. რათქმაუნდა ცალკეულმა მკითხველმა შესაძლოა გამოიტანოს უფრო ღრმა შინაარსი და ის არ იქნება მცდარი, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე შესავალში – ჩვენი მიზანია საგნის მაქსიმალური გამარტივება.
უსაფრთხოების ხელყოფა ხშირად ასოცირდება დანაშაულებრივ ქმედებასთან, მაგრამ ის ყოველთვის არ ჩაითვლება დანაშაულად. უსაფრთხოების სფერო იმდენად მრავალფეროვანია, რომ ჩვენ მოგვიწევდა მოსახლეობის დიდი ნაწილის დაპატიმრება, თუ უსაფრთხოების თითოეული ტიპის ხელყოფას ჩავთვლიდით დანაშაულებრივ ქმედებად. აქედან გამომდინარე, შევთანხმდეთ, რომ გარკვეული ტიპის უსაფრთხოების ხელყოფა შესაძლოა იყოს დანაშაულებრივი ქმედება, მაგრამ ზოგჯერ ის ასეთად არ ან ვერ ჩაითვლება. უკანასკნელის მაგალითია, როდესაც თქვენმა ოჯახის წევრმა გამოიყენა თქვენი კომპიუტერი, რითაც ხელყო კიბერ უსაფრთხოების კონფიდენციალურობის პრინციპი. დიახ, ამ დროს ჩვენ სახეზე გვაქვს უსაფრთხოების დარღვევის ფაქტი, მაგრამ ჩაითვლება თუ არა ეს დანაშაულად? ზოგ შემთხვევაში კი, ზოგ შემთახვევაში არა. გააჩნია მოწინააღმდეგის მოტივებს და მიზნებს/დამდგარ შედეგებს.
კარგით, ამ ეტაპზე არ გვინდა შეჩერება კიბერუსფრთხოების სამართლებლივ საკითხებზე, რადგან ამ საკითხს ცალკე ბლოგში განვიხილავ. რაც შეეხება დეფინიციას ჩვენ უკვე საკმარისი ინფორმაცია გვაქვს.
საბოლოოდ გამოვიდა რომ კიბერუსაფრთხოება არის კომპიუტერული სისტემის დაცულობა დანაშაულებრივი ქმედებებისგან. თითქოს სრულად შევეხეთ კობერ უსაფრთხოების კონცეპტს, მაგრამ აქ გამოგვრჩა ერთერთი უმნიშვნელობანესი ასპექტი – კომპიუტერი შედგება როგორც ფიზიკური ნაწილებისგან (hardware) ასევე პროგრამული უზრუნველყოფისგან(Software). სწორედ უკანასკნელი გვაძლევს ინფორმაციის გენერირების და ათვისების შესაძლებლობას. კომპიუტერული სისტემის პროგრამული ნაწილი იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც მისი ფიზიკური შემადგენელი ნაწილები. შესაბამისად, კიბერ უსაფრთხოება ამავდროულად მოიცავს ინფორმაციულ უსაფრთხოებასაც. შედეგად ვიღებთ შემდეგ დეფინიციას:
„კომპიუტერული სისტემის დაცულობა ელექტრონული ინფორმაციის დანაშაულებრივი ხელყოფისგან და არასანქცირებული გამოყენებისგან.“
👉 არ გამოტოვო სიახლეები კიბერუსაფრთხოების შესახებ გაწევრიანდი ტელეგრამის დახურულ არხზე!
Take back control. 🔥✊